28 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF Awards 2023 გაიმართა.
სხვა ნომინაციებთან ერთად 17 და 19 წლამდე ფეხბურთელები ალექსანდრე ჩივაძის მედლებით დააჯილდოვეს.
17 წლამდე სამივე საპრიზო ადგილი დინამო თბილისის ფეხბურთელებმა მოიპოვეს. ოქროს მედალი რეზი დანელიას კუთვნილება გახდა, ვერცხლი ლუკა წულაიამ დაისაკუთრა, ხოლო ბრინჯაო ვახო სალიას შეხვდა.
19 წლამდე ნომინაციაში კი ორი დინამოელი დაჯილდოვდა - ვერცხლის მედალი ალექსანდრე ფეიქრიშვილს გადაეცა, ხოლო ბრინჯაოს მფლობელი ლუკა შეროზია გახდა.
ფოტო: gff.ge