• Geo
  • Eng
13.09.2018
დინამო ბურჯანაძის თასის გამარჯვებულია

გორში დასრულდა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის თასის გათამაშება. ტურნირის ფინალში თბილისური დერბი გაიმართა. დინამოსა და ლოკომოტივის თვალსასეირო და დაძაბული შეხვედრა ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდების გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. გოლები უკლებამ, ფარცვანიამ და ცეცხლაძემ გაიტანეს. შეგახსენებთ ფინალამდე თბილისელებმა საბურთალო 5:1 დაამარცხეს, გორის დილას 2:0 აჯობეს და ბათუმის დინამოს 1:0 მოუგეს. ტურნირზე დინამოელებს ინდივიდუალური პრიზებიც ხვდათ წილად:

  • საუკეთესო მეკარე ნიკა ბაჩილავა
  • საუკეთესო მცველი საბა ხარჩილავა
  • საუკეთესო თავდამსხმელი გიორგი ფარცვანია
  • ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი ლუკა უკლება
  • ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გაბრიელ სიგუა

 

U13 დინამო 3:1 ლოკომოტივი

U13 დინამო: ბაჩილავა, ბუცხრიკიძე, ხარჩილავა, სურმავა, მახათაძე, ცეცხლაძე, სიგუა, ხორხელი, ნინიძე, უკლება, ფარცვანია

შეცვლაზე შევიდნენ: ჩხიკვაძე, ფეიქრიშვილი, კაიდარაშვილი, ჩიტიშვილი, პარკაძე, ბულუხაძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024