დღეს დინამოს ვეტერანი მცველის და კაპიტნის - ზორბეგ ებრალიძის დაბადების დღეა. ბატონი ზორბეგი 74 წლის წინ ქალაქ ლანჩხუთში დაიბადა. დინამო თბილისის შემადგენლობაში 1971 წლიდან 1976 წლის ჩათვლით ასპარეზობდა. ჩვენი გუნდის რიგებში 200 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 9 გოლი. არის სსრკ- ს პირველობის სამგზის პრიზიორი (1972, 1976 გაზაფხული და 1976 შემოდგომა) და ბროლის თასის 1976 წლის გათამაშების ჩემპიონი. დინამოელები ვულოცავთ ზორბეგ ებრალიძეს იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.