23 სექტემბერს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის 25- ე ტურის შეხვედრაში ბოლნისის სიონს შეხვდება. დედაქალაქელებს 23 სექტემბერს თავის ისტორიაში 11 ოფიციალური მატჩი აქვთ ჩატარებული. ამ შეხვედრბიდან დინამომ 3- ჯერ იმარჯვა და 3- ჯერ დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 13/12.
1945 წელს მოსკოვში კრილია სოვეტოვთან უგოლოდ დასრულდა მატჩი. 1960 წელს რიგაში დაუგავასთან ვითამაშეთ 1:1, გოლი შოთა იმანიძემ გაიტანა. 1968 წელს დინამომ ალმათის კაირათი დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. თავის გამოჩენა გოჩა გავაშელმა, მურთაზ ხურცილავამ და სლავა მეტრეველმა მოახერხეს. ათი წლის შემდეგ მოსკოვში სახალხო გუნდმა დაამარცხა ჩვენი გუნდი ანგარიშით 1:2. ერთი გოლი რამაზ შენგელიას ანგარიშზეა. მომდევნო სეზონში დინამომ იმავე ანგარიშით კუიბიშევის კრილია სოვეტოვს აჯობა, გოლები კი ვლადიმერ გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს. 1983 წელს ქუთაისში ტორპედოსთან მატჩი 2:2 მორჩა. ჩვენი გუნდიდან თავი ალექსანდრე ჩივაძემ და გია გურულმა გამოიჩინეს. 1989 წელს გიორგი ნემსაძის გოლი და ერევნის არარატთან შეხვედრა 1:1 დასრულდა. 1990 წელს ისევ 1:1 ამჯერად სოხუმში ცხუმთან. მიხეილ ყაველაშვილის ანგარუშზეა ზუსტი დარტყმა. 2000 წელს თბილისური დერბი ლოკომოტივმა 3:0 მოიგო. 2002 წელს კარლოს და როჩას გოლით დინამომ ქართულ დერბიში 1:0 იმარჯვა. იმავე ანგარიშით დამარცხდა ჩვენი გუნდი 2006 წელს ზესტაფონთან.