ყველაზე მხცოვანი დინამოელი მიხეილ ჯოჯუა 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიხეილ ჯოჯუა თბილისში დაიბადა. დინამოს შემადგენლობაში 1949 წლიდან 1953 წლამდე ასპარეზობდა. ჩატარებულ 79 შეხვედრაში 18- ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა. არის 1950 წლის პირველობის პრიზიორი და 1951 წლის გათამაშების ვიცე ჩემპიონი. დინამოელები ვუსამძიმრებთ განსვენებულის ოჯახს.