მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის სიმბოლური გუნდის შედგენას რამდენიმე სპორტული გამოცემა უთმობს ადგილს. ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურის სიმბოლურ გუნდში დინამოელთაგან ინტერნეტ პორტალმა adjarasport.com- მა სტეპან სიკაჩი (2) და ლუკა ლოჩოშვილი (4) დაასახელა. goal.ge- მ სიმბოლურ ნაკრებში ლუკა ლოჩოშვილი (4) შეიყვანა.