#BeActive კამპანიის ეგიდით დინამოელები - სტეპან სიკაჩი, ლაშა თოთაძე, გიორგი კუცია და ბუდუ ზივზივაძე ქართულ-ამერიკულ სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებთან ერთად სახალისო საფეხბურთო მატჩიც გამართეს. მონაწილეები სამახსოვრო საჩუქრებით და სიმბოლური თასით დაჯილდოვდნენ. დინამო თბილისი მხარს უჭერს და უერთდება ახალგაზრდებში სპორტული და ფიზიკური აქტივობის პროპაგანდას.