კვირას 30 სექტემბერს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის 27- ე ტურში გორის დილას შეხვდება. მატჩი გორში 19.00 საათზე დაიწყება.
30 სექტემბერს დინამოს 11 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან 7 მათგანი ჩვენმა გუნდმა გამარჯვებით დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 27/12.
ეროვნულ ასპარეზზე დინამოს სამი შეხვედრა აქვს ჩატარებული. 1995 წელს თბილისელებმა ზუგდიდელ სეხნიებს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხეს მეტოქე. შეხვედრაში დუბლით გამოირჩა ალექსანდრე იაშვილი, ხოლო თითო გოლი როინ კერძევაძემ, გიორგი კიკნაძემ და ჩუხუამ გაიტანეს. 2009 წელს დინამო გასვლაზე სამტრედიაში, ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მათე ვაწაძის ანგარიშზეა. 2012 წელს ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონი მიიღო და დიდი ანგარიშით 7:2 დაჯაბნა. გიორგი მერებაშვლმა და ჯაბა დვალმა დუბლი გაიფორმეს. თითო გოლი ლევან ხმალაძემ, ვლადიმერ ვოსკობოინიკოვმა და მიკელ ალვარომ გაიტანეს.
სსრკ– ს ჩემპიონატში ჩვენმა გუნდმა 30 სექტემბერს ოთხი მატჩი გამართა. 1937 წელს დინამომ თენგიზ გავაშელის გოლით 1:0 დაამარცხა მოსკოვის სპარტაკი. ერთი წლის შემდეგ ლენინგრადის სტალინეცთან ჩვენმა გუნდმა 2:2 ითამაშა. გოლები ბორის პაიჭაძემ და ლოლაძემ გაიტანეს. 1962 წელს მტკვრისპირელებმა კიშინიოვის მოლდოვას უმასპინძლეს. შოთა იამანიძის და ზაურ კალოევის გოლებით დინამომ მეტოქე 2:0 დაამარცხა. 1966 წელს ტაშკენტის პახტაკორთან ფრედ 1:1 ვითამაშეთ, გოლი კი შოთა იამანიძემ გაიტანა.
1981 წელს თასების მფლობელთა თასის 1/16 ფინალში, ავსტრიაში დინამო ადგილობრივ გრაცერს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ორივე გოლი რამაზ შენგელიამ გაიტანა. 1987 წელს უეფას თასის 1/32 ფინალში თბილისელებმა სოფიის ლოკომოტივს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს. გოლები თენგიზ სულაქველიძემ, გია გურულმა და ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანეს. 1997 წელს ასევე უეფას თასის 1/32 ფინალში ჩვენმა გუნდმა რატი ალექსიძის გოლით მოზირის მპკც ანგარიშით 1:0 დაამარცხა. 2004 წელს უეფას თასის პირველ რაუნდში ჩვენმა გუნდმა კრაკოვის ვისლას 2:1 აჯობა და უეფას ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. თავის გამოჩენა ამ შეხვედრაში გიორგი ნემსაძემ და მიხეილ კაკალაძემ მოახერხეს.