• Geo
  • Eng
28.09.2018
დილა- დინამო | ურთიერთშეხვედრები

30 სექტემბერს ეროვნული ლიგის 27- ე ტურში დინამო თბილისი გორს ესტუმრება. დილასთან მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 19.00 საათზე დაიწყება.

ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 61- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 44 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 13 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 4 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 158/34 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა - 6:1 და ხუთჯერ 5:0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1, 4:0 და 1:1. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა კი 2:2 დასრულდა. გორის დილამ პირველად ჩვენს გუნდს 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2:0).

ბოლოს საქართველოს პირველობაზე დინამო თბილისი გორის დილას 2018 წლის 5 ივლისს დაუპირისპირდა. მატჩი დინამო არენაზე მასპინძელთა გამარჯვებით, გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დასრულდა. შეხვედრაში დუბლი ოთარ კიტეიშვილმა და ბუდუ ზივზივაძემ შეასრულეს, ერთი გოლიც ლაშა თოთაძემ გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024