ჩვენი გუნდი ეროვნული ლიგის მორიგ შეხვედრას 31 აგვისტოს ივანწმინდაში გამართავს და საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდება. 31 აგვისტოს დინამოს სულ 6 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. დედაქალაქელებმა 4 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს და ერთხელ დამარცხდნენ. გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსი თბილისელთა მხარესაა 19/6.
1951 წელს დინამო მოსკოვში სპარტაკთან 2:4 დამარცხდა. გოლები ავთანდილ ჭკუასელმა და ბასა ღოღობერიძემ გაიტანეს. მომდევნო წელს კიევის დინამოსთან მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 1979 წელს ჩვენმა გუნდმა ოდესის ჩერნომორეცს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. რამაზ შენგელიამ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი ვლადიმერ გუცაევის ანგარიშზეა. 1986 წელს ბაქოს ნეფთჩი თენგიზ სულაქველიძის და გრიგოლ ცაავას გოლებით 2:0 დავამარცხეთ.
1997 წელს დინამომ მერანი 91- ს აჯობა დიდი ანგარიშით 4:0. გოლები ალექსანდრე იაშვილმა (2), გია ჩხაიძემ და ლევან ცქიტიშილმა გაიტანეს. 2003 წელს ოზურგეთის მერცხალთან მატჩი ასევე დიდი ანგარიშით დაასრულა ჩვენმა გუნდმა. 8:1 მოგებულ შეხვედრაში ჰეთ თრიქი ლევან მელქაძემ და ლადო ახალაიამ გაიფორმეს. თითო გოლი ვიტალი დარასელია უმცროსის და მიხეილ ბობოხიძის ანგარიშზეა.