დიღმის ბაზაზე დინამოელებმა სპარინგ-მატჩი ჩაატარეს. კახი კაჭარავამ მორიგი სანაკრებო პაუზით ისარგებლა და ცხინვალს უმასპინძლა. დინამო გადახალისებული შემადგენლობით დახვდა მეტოქეს. სპარინგი სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. გოლი ცხინვალის კარში პაატა კიტეიშვილმა გაიტანა.
დინამო: სიკაჩი, უგრეხელიძე, თოთაძე, ქაფიანიძე, გილმორი, ქარდავა, ივანისენია, კიტეიშვილი, ქოჩლაძე, ერგემლიძე, ივანიშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: კუტალაძე, რუხაია, ზივზივაძე, შენგელია, მოისწრაფიშვილი, ზარია