• Geo
  • Eng
09.10.2018
10 დინამოელი 17 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები 10 ოქტომბრიდან შეკრებას იწყებს. ზვიად ჯელაძის გუნდი 21 ოქტომბერს დანიაში გაემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს ჩაატარებს. ჭაბუკი ჯვაროსნები ესტონეთის, რუსეთის და დანიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. ზვიად ჯელაძემ მატჩებისთვის მოსამზადებლად დინამოს აკადემიიდან 10 ფეხბურთელი მიიწვია. საქართველოს ღირსებას ლუკა ხარშილაძე, ლაშა კვარაცხელია, საბა ხვადაგიანი, გიორგი მირზიკაშვილი, ზურაბ ერაძე, თორნიკე მორჩილაძე, ლევან ოსიყმაშვილი, გიორგი აბუაშვილი, დავით ზურაბიანი და ირაკლი აზაროვი დაიცავენ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024