დინამოს აკადემიის მოედანზე 15 წლამდელთა ოქროს ლიგის მორიგი ტურის და შეიძლება ითქვას გათამაშების ცენტრალური მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ უშუალო კონკურენტ საბურთალოს უმასპინძლა. სტუმართა გამარჯვების შემთხვევაში ორივე გუნდს 30 ქულა უგროვდებოდა, ხოლო მასპინძელთა წარმატება 6 ქულიან ჰანდიკაპს ნიშნავდა (პლუს დინამოელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული). შეხვედრა დინამოელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ვახტანგ იაგორაშვილის გუნდის გამარჯვებით 4:0 დასრულდა. გოლები ბაბლუანმა, სიხარულაშვილმა, იობაშვილმა და გეგიაძემ გაიტანეს. დინამოელები 33 ქულით და ბალანსით 51/2 სატურნირო ცხრილში დამაჯერებლად ლიდერობენ.
დინამო 4:0 საბურთალო
დინამო: შურღაია, გოგობერიშვილი, სალუქვაძე, გაგნიძე, ჩხეტიანი, გოგოტიშვილი, უგრეხელიძე, სიჭინავა, გეგიაძე, იობაშვილი, ბაბლუანი
შეცვლაზე შევიდნენ: ტურძელაძე, სიხარულიშვი, შენგელია, ქავთარაძე, აზარაშვილი