ვილნიუსში მიმდინარე ატეიტის თასზე დინამომ ნახევარფინალური შეხვედრა ნორვეგიის ოსლოსთან გამართა და დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა მეტოქე. კახა გოგოლაძის შეგირდებმა მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარეს და სათამაშო უპირატესობაც არ გაუშვიათ ხელიდან. გოლები გრიგალავამ, შაშიაშვილმა და საჯაიამ გაიტანეს. თბილისელები ხვალ ტიტულისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში დინამო კიევსა და დორტმუნდის ბორუსიას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ პატარა დინამოელებმა ფინალამდე ინგლისური ბათი 1:0 დაამარცხეს, ლატვიურ ალბერთს 2:1 მოუგეს, 1:0 აჯობეს ფინურ ჰიკს და უგოლოდ დაუზავდნენ ლატვიურ დინამოს.
U12 დინამო თბილისი 3:0 ნსა ოსლო
დინამო: ხელაშვილი, ქელდიშვილი, გრიგალავა, ბენდიანაშვილი, პატარკაციშვილი, ფეიქრიშვილი, შაშიაშვილი, ბუბუტეიშვილი, ვარსიმაშვილი, თურქია, ნაჭყებია