დინამოს აკადემიაში 15 წლამდელთა ოქროს ლიგის გადადებული მატჩი ჩატარდა, რომელშიც დინამომ სფფ- ს აკადემიის მეორე გუნდს უმასპინძლა. შეხვედრა ვახტანგ იაგორაშვილის გუნდის გამარჯვებით 4:0 დასრულდა. უგრეხელიძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი იობაშვილის და ბაბლუანის ანგარიშზეა. დინიამოელები სატურნირო ცხრილში დამაჯერებლად ლიდერობენ. დედაქალაქელებს 13 მატჩის შემდეგ 36 ქულა დაუგროვდათ და უახლოეს მდევარს 5 ქულით უსწრებენ (პლუს ერთი თამაშით ნაკლები გვაქვს ჩატარებული). გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 55/3. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 27 ოქტომბერს უშუალო კონკურენტ სფფ- ს აკადემიასთან გამართავენ.
U15 დინამო 4:0 სფფ- ს აკადემია 2
U15 დინამო: ტურძელაძე, სალუქვაძე, ქავთარაძე, სიჭინავა, გოგოტიშვილი, ჩხეტიანი, იობაშვილი, უგრეხელიძე, გეგიძე, შენგელია, ბაბლუანი
შეცვლაზე შევიდნენ: მოდებაძე, სიხარულიშვილი, აზარაშვილი, ბაგრატიონი, გოგობერიშვილი