ოქროს ლიგის 17 წლამდელთა გათამაშებაში დინამოელებმა მორიგი მატჩი გამართეს. ჩვენმა გუნდმა მარტვილის მერანს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა მეტოქე. თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა, მაგრამ დინამოელებმა საბოლოოდ მაინც გატეხეს მეტოქე და შეძლეს უპირატესობის მოპოვება, რაც საბოლოოდ ანგარიშზეც აისახა. გოლები ჩარკვიანმა, კოპალეიშვილმა და აწყურელმა გაიტანეს. გოჩა ჩიქოვანის გუნდმა 11 მატჩიდან 28 ქულა დააგროვა და ამ ეტაპისთვის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება, თუმცა აღსანიშნავია, რომ პირველადგილოსან საბურთალოსთან ორქულიანი ჩამორჩენის გარდა ორი თამაშით ნაკლები აქვთ დინამოელებს ჩატარებული.
U17 დინამო თბილისი 3:0 მერანი მარტვილი
დინამო: კუტალაძე, ჭავჭანიძე, ქველაძე, კალანდაძე, ჯანგიძე, კაჭარავა, კოპალეიშვილი, ხორხელი, ჩარკვიანი, აწყურელი, ლომთაძე
შეცვლაზე შევიდნენ: შურღაია, ჩიჩუა, ფარულავა