• Geo
  • Eng
08.09.2018
მოგება და წაგება ჭაბუკთა ლიგაში

დღეს ჭაბუკთა ლიგაში 15 და 17 წლამდელთა ოქროს ლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. 15 წლამდე დინამოელებმა აკადემიის მოედანზე ბათუმის დინამოს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს მეტოქე. ბაბლუანმა დუბლი გაიფორმა, თითო გოლი იობაშვილმა, სიხარულაშვილმა და სიჭინავამ გაიტანეს. სატურნირო ცხრილში 7 ჩატარებული მატჩის შემდეგ 18 ქულით და ბურთების ბალანსით 29/2 დინამოელები პირველ ადგილს იკავებენ. მომდევნო მატჩს ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი 12 სექტემბერს ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ ჩაატარებს.

17 წლამდე შემადგენლობა ქუთაისში ტორპედოს დაუპირისპირდა და უაღრესად საინტერესო შეხვედრაში 3:4 დამარცხდა. ერთი გოლი ლომთაძემ გაიტანა, დუბლი კი აწყურელის ანგარიშზეა. სტუმრები 2:0 იგებდნენ, შემდეგ მასპინძლები დაწინაურდნენ და საბოლოოდ იმარჯვეს კიდეც. გოჩა ჩიქოვანის გუნდმა სატურნირო ცხრილში 18 ქულით და ბურთების ბალანსით 36/5 მეორე ადგილზე ჩაინაცვლა. გათამაშებას გორის დილა ლიდერობს, რომელსაც დინამოელები 16 სექტემბერს გორში შეხვდებიან, მანამდე კი ჩვენი გუნდი 11- ში ლოკომოტივს უმასპინძლებს.

 

U15 დინამო თბილისი 5:0 დინამო ბათუმი

U15 დინამო: მოდებაძე, სალუქვაძე, გოგობერიშვილი, ქავთარაძე, გაგნიძე, ბაბლუანი, სიჭინავა, ჩხეტიანი, იობაშვილი, უგრეხელიძე, სიხარულიძე

შეცვლაზე შევიდნენ: გოგოტიშვილი, უბილავა, აზარაშვილი, მელაძე, გეგიაძე, შენგელია 

 

U17 ტორპედო 4:3 დინამო

U17 დინამო: თვალაძე, მელიქიშვილი, ჭავჭანიძე, კალანდაძე, ქველაძე, ოსიყმაშვილი, კოპალეიშვილი, ფარულავა, ჩარკვიანი, ლომთაძე, აწყურელი

შეცვლაზე შევიდნენ: ხორხელი, თუდები, ზურებიანი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024