დინამოს აკადემიაში 15 წლამდელთა ოქროს ლიგის ტურის ცენტრალური თამაში შედგა, რომელშიც დინამოს 15 წლამდელები სფფ- ს აკადემიის გუნდს დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. თამაში დაძაბულად მინდინარეობდა. ტრავმამ და გაძევებამ კი დინამოელთა რიგებში არეულობა შეიტანა, რითიც მეტოქემ ისარგებლა და გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა. შეგახსენებთ რომ დინამოს 15 წლამდელთა გუნდი სატურნირო ცხრილში ლიდერობს. თბილისელები სფფ- ს აკადემიას ორი ქულით უსწრებენ, ამასთანავე დინამოელებს 2 შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
დინამოს აკადემიის 16 წლამდელთა გუნდმა ჟიული შარტავას თასზე ყვარელის დურუჯს უმასპინძლა. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა დიდი უპირატესობით აჯობეს მოწინააღმდეგეს და 9:0 დაამარცხეს სტუმრები. თამაში დინამოელთა კარნახით წარიმართა რაც საბოლოოდ შედეგზეც აისახა. გოლები ქოჩაკიძემ (3), ბექაურმა, შაშიაშვილმა (2), ბზეკალავამ (2) და ცეცხლაძემ გაიტანეს. ჩვენი 16 წლამდელები სატურნირო ცხრილში მაქსიმალური შედეგით ლიდერობენ. დინამოელებს 14- დან 14 მოგება აქვთ, ხოლო გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 97/17.
U15 დინამო: შურღაია, სალუქვაძე, ქავთარაძე, სიჭინავა, გოგოტიშვილი, ჩხეტიანი, ბაბლუანი, უგრეხელიძე, სიხარულიშვილი, იობაშვილი, შენგელია
შეცვლაზე შევიდნენ: მოდებაძე, გეგიაძე, აზარაშვილი, ბაგრატიონი, გოგობერიშვილი.
U16 დინამო: დევაძე, ბექაური, მაისურაძე, ტეფნაძე, ჩინჩალაძე, იაკობიძე, სიჭინავა, შაშიაშვილი, ბოჭორიშვილი, ჯინჯოლავა, ქოჩაკიძე
შეცვლაზე შევიდნენ: მოდებაძე, ჭუმბურიძე, ბზეკალავა, ცეცხლაძე, ფირცხალავა, კონიაშვილი