გოჩა ჩიქოვანის გუნდმა 17 წლამდელთა ელიტ ლიგაში მორიგი მატჩი სტუმრად, ნორჩ დინამოსთან გამართა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა მეტოქე. გამარჯვების გოლი კალანდაძის ანგარიშზეა. ამ მოგებით ჭაბუკ დინამოელებს 12 თამაშის შემდეგ 31 ქულა დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილში კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობენ. ასევე ჩვენს გუნდს უახლოეს მდევრებთან შედარებით ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული. მომდევნო მატჩს დინამოელები 10 ნოემბერს ტორპედოს წინააღმდეგ გამართავენ.
U17 ნორჩი დინამო 0:1 დინამო თბილისი
U17 დინამო: კუტალაძე, მელიქიშვილი, ჭავჭანიძე, ჯანგიძე, კალანდაძე, კაჭარავა, ფარულავა, ხორხელი, აწყურელი, ჩარკვიანი, ლომთაძე
შეცვლაზე შევიდნენ:კოპალეიშვილი, ქველიძე, ჩიჩუა