დინამო თბილისის 14 წლამდე შემადგენლობა ვასილ გეგუჩაძის ხელმძღვანელობით ვილნიუსში გამეგზავრა. თბილისელები ლიეტუვაში მიმდინარე ატეიტის თასზე მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი გუნდი ტურნირის B ჯგუფში ხვალ ლატვიურ დაუგავპილსს და ესტონურ კალევს შეხვდება. ზეგ კი ბელარუსის ნემანს და ლიეტუვის საფეხბურთო აკადემიას დაუპირისპირდება. ამის შემდეგ უკვე პლეი ოფების ჯერიც დადგება. დინამო ვილნიუსში 20 ფეხბურთელით გაემგზავრა:
ლუკა ჯოჯუა, პაპუნა ბერუაშვილი, ლუკა ჯანაშია, თორნიკე მოლაშვილი, ალექსანდრე გაფრინდაშვილი, ნიკოლოზ გოგებაშვილი, მუხრან ბაგრატიონი, არჩილ დათუაშვილი, შოთა კვერენჩხილაძე, გიორგი აღდგომელაშვილი, ნიკა ცხოვრებაშვილი, ლუკა ლაცაბიძე, საბა გეგიაძე, ანრი როსივერი, რატი ხუტიაშვილი, ომარ თოდუა, ჯადული იობაშვილი, თეიმურაზ დევიძე, ლევან კობახიძე, დავით შიოლაშვილი.