• Geo
  • Eng
31.10.2018
70- ე ქართული დერბი

დღეს საიუბილეო, 70- ე ქართული დერბი გაიმართა. ეროვნული ლიგის 22- ე ტურის გადადებული შეხვედრა დინამო არენაზე შედგა. შეხვედრა დაბალ ტემპში დაიწყო, ბურთზე კონტროლი მასპინძლებმა მოიპოვეს. მე- 9 წუთზე შეცდომა მოედნის ცენტრში, სტუმართა სწრაფი შეტევა და თორნიკე კაპანაძემ გახსნა ანგარიში. დინამომ მოუმატა ტემპს და შეტევებს და ნახევარი საათის თავზე ორი რეალური მომენტი გაუშვეს ხელიდან მასპინძლებმა. ჯერ ნიკა ნინუას დარტყმული გამოდგა არაზუსტი, შემდეგ კი აკაკი შულაიას უძლიერესი დარტყმული როინ კვასხვაძემ მოიგერია. ტაიმის ბოლოს გუნდებმა თითო სახიფათო შეტევა გაცვალეს, ხელსაყრელი მომენტები არფანგ დაფემ და აკაკი შულაიამ ვერ გამოიყენეს. მეორე ტამის დებიუტში ბუდუ ზივზივაძემ ითამაშა კარგად, შეტევის მარცხენა ფრთაზე მამუკა კობახიძეს გაცდა და საჯარიმოში მათე ვაწაძეს უპასა, მისი დარტყმული დავით ხურცილავას მოხვდა. თბილისელები თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ, მსაჯმა კი თამაში გააგრძელა. 64- ე წუთზე კახი კაჭარავამ ორმაგი ცვლილება გააკეთა. მან მოედანზე ივანისენიას და ლოჩოშვილის ნაცვლად, ხარაბაძე და კუცია შეუშვა. მატჩის 75- ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის კარგი გადაცემა და ლაშა ქოჩლაძის დარტყმული როინ კვასხვაძის ნადავლი გახდა. ბოლო წუთებზე დინამო ბევრს ეცადა, თუმცა ვერაფრის შეცვლა ვერ მოახერხა. მომდევნო მატჩი უკვე ქუთაისში, 4 ნოემბერს შედგება.

 

დინამო  0:1  ტორპედო

 

გოლი: 0:1 კაპანაძე 9’ 

გაფრთხილება: ნინუა 34’  კაპანაძე 45’  ლოჩოშვილი 60’  კუცია 82’  კუტალია 85’ 

 

დინამო: სიკაჩი, რუხაია, თოთაძე, ლოჩოშვილი (ხარაბაძე 64), კობოური, ივანისენია (კუცია 64), ნინუა, შენგელია, შულაია, ვაწაძე (ქოჩლაძე 71), ზივზივაძე

ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა (მარინი 55), ცინცაძე, დაფე, კაპანაძე (კუხიანიძე 77), აზაცკი, გეგეჭკორი, დოლიძე (კუტალია 66), ქიმაძე, კობახიძე, გიგაური

 

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024