მარტვილში მომავლის თასი 2018- ის გათამაშება დინამოელთა ტრიუმფით დასრულდა. ტურნირში, რომელიც 2007 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის ჩატარდა, დინამოელები ერთი წლით პატარა გუნდით გამოდიოდნენ. თბილისელებმა გადამწყვეტი შეხვედრა ზუგდიდის ბაიასთან გამართეს და ერთის წილ ხუთი გოლი გაუტანეს მეტოქეს. ფინალში თავი ადამიამ, ხარებაშვილმა, ლომიძემ, წიქარიშვილმა და ბენდელიანმა გამოიჩინეს. შეგახსენებთ ზურა ელიავას გუნდმა პირველ შეხვედრაში სამტრედია 7:1 დაჯაბნა. ქუთაისის მართვეს 4:1 მოუგო და 10:0 აჯობა ფოთის კოლხეთს. ნახევარფინალში თბილისელებმა მარტვილის დინამო 3:0 დაამარცხეს.
დინამო მარტვილი 5:1 ბაია ზუგდიდი
დინამო: ერიაშვილი, შუბითიძე, ხარებაშვილი, ციკოლია, შათირიშვილი, ბენდელიანი, ადამია, სილაკაძე, ბართიშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ბაქრაძე, ბაშარული, მხეიძე, ლომიძე, ჯანელიძე, წიქარიშვილი, ჯანაშია, მელქაძე, ტალახაძე