• Geo
  • Eng
05.11.2018
40 წელი მეორე ჩემპიონობიდან

40 წლის წინ, 5 ნოემბერს დინამო თბილისმა თავის ტიტულოვან ისტორიაში მეორედ მოიპოვა სსრკ- ს ჩემპიოინის ტიტული. ნოდარ ახალკაცის გუნდმა მოსკოვში ლოკომოტივთან ითამაშა და გატანილი გოლების გარეშე დაცილდა რკნიგზელებს. ეს მოპოვებული ქულა საკმარისი აღმოჩნდა რათა თბილისელებს ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე ეზეიმათ ტიტული. დინამოელებმა 1978 წლის ჩემპიონატში ყველაზე მეტი - 17 გამარჯვება მოიპოვეს, ჰქონდათ ყველაზე ნაკლები - 5 მარცხი და გაიტანეს ყველაზე მეტი - 45 გოლი. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 15 გატანილი გოლით რამაზ შენგელია გახდა. 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 7 დინამოელი მოხვდა (დათო ყიფიანი, მანუჩარ მაჩაიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით გოგია, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია და ფირუზ კანთელაძე). ყოველკვირეულ ფუტბოლ-ჰოკეის რეფერენდუმის შედეგად წლის საუკეთესო ფეხბურთელად რამაზ შენგელია დასახელდა. აღსანიშნავია, რომ 1978 წელს ჩემპიონატი დინამოს დუბლშემადგენლობამაც ოქროს მედლებით დაასრულა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024