• Geo
  • Eng
17.11.2018
მარცხი აზერბაიჯანთან და შანსი ისრაელთან

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩი ჩაატარა. ჯვაროსნები აზერბაიჯანს შეხვდნენ, პირველი ტაიმის ბოლოს ჩვენი გუნდის მარცხენა მცველის - ლევან ხარაბაძის გოლით 1:0 იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ 1:2 დათმეს შეხვედრა. ჩვენს ნაკრებს ელიტ რაუნდში მოსახვედრად ისრაელთან გამარჯვება სჭირდება. მატჩი კი 20 ნოემბერს შედგება. დღეს გიორგი მიქაძემ ძირითად შემადგენლობაში 6 დინამოელი - დემეტრე ბულისკერია, ლევან ხარაბაძე, ფირუზ გაბიტაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ბექა დარცმელია და თამაზ ბაბუნაძე გაამწესა. შეცვლაზე კი თემურ გაბუნიაც შეუშვა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024