• Geo
  • Eng
01.10.2018
მორიგი წარმატებული მატჩები ოქროს ლიგაში

დინამო თბილისის 17 და 19 წლამდე გუნდებმა ოქროს ლიგაში მორიგი წარმატებული მატჩები ჩატარეს. გოჩა ჩიქოვანის შეგირდებმა ფოთის კოლხეთი მიიღეს და 4:0 დაამარცხეს მეტოქე. მორჩილაძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლიც კოპალეიშვილის და ჩარკვიანის ანგარიშზეა. ჩვენი გუნდი სატურნირო ცხრილშილიდერობს და უახლოეს მდევარს 5 ქულით უსწრებს. 11 მატჩის შემდეგ 28 ქულით და ბურთების ბალანსით 47/7.

დინამოს 19 წლამდელებმა მარტვილში მერანი 2:0 დაამარცხეს. გოლები მერანის კარში ძოწენიძემ და გაბუანიამ გატანეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მეორე ადგილზე იმყოფება. დინამოს 9 თამაშიდან 24 ქულა აქვს დაგროვილი და ბურთების ბალანსია 40/8.

 

U17 დინამო 4:0 კოლხეთი

U19 მერანი 0:2 დინამო

 

დინამო: თვალოძე, მელიქიშვილი, ერაძე, ჭავჭანიძე, კალანდაძე, კაჭარავა, აბუაშვილი, კოპალეიშვილი, ხორხელი, მორჩილაძე, ლომთაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ქველაძე, ხვადაგიანი, ჩარკვიანი, ფარულავა, მირზიკაშვილი

 

დინამო: მამარდაშვილი, უგრეხელიძე, ძოწენიძე, გაბიტაშვილი, დარცმელია, გაბელაია, მოისწრაფიშვილი, კიტეიშვილი, აზაროვი, გაბუნია, გულდედავა

შეცვლაზე შევიდნენ: მექვაბიშვილი, აწყურელი, ბერიაშვილი, ბაბუნაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024