• Geo
  • Eng
30.09.2018
დინამო გორში დამარცხდა

დღეს გორმა ეროვნული ლიგის 27- ე ტუის შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც დილა დინამოს დაუპირისპირდა. შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, თუმცა მასპინძლებმა სტუმრებისგან განსხვავებით რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელეს. გოგიტა გოგუა და დავით რაჟამაშვილი ცდილობდნენ შედეგიან თამაშს. საპასუხოდ დედაქალაქელებმა 22- ე წუთზე გაითამაშეს კარგი კომბინაცია, გუჯა რუხაიას ჩაწოდებულს ბოლო წამს გიორგი გადრანმა მიუსწრო და თავისი გუნდის კარი ხიფათისგან იხსნა. 28- ე წუთზე ისევ გუჯა რუხაიას გარღვევა, მათე ვაწაძის თავური და გამიზნული დარტმა მეკარისაგან შორეულ კუთხეში და ბურთი სანტიმეტრებში ცდება მასპინძელთა კარს. დინამოელებმა მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და უფრო აქტიურად ათამაშდნენ. მორიგ შეტევას შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით გიორგი კუცია აგვირგვინებდა, მის დარტყმულ ბურთს ბოლო წამს ლუკა გუგეშაშვილი შეწვდა და კუთხურზე მოიგერია. მეორე ნახევარი მასპინძელთა არაზუსტი შეტევით განახლდა. 48- ე წუთზე გიორგი გადრანის დარტყმა და სტუმართა კარი გაშვებულ გოლს გადაურჩა. მატჩის 65- ე წუთზე სტეპან სიკაჩმა იხსნა დინამოელთა კარი, მან ერთი ერთზე გასულ ლეანდრუ რიბეირუს არ გაატანინა. საპასუხოდ ლევან ხარაბძემ გაისროლა ძლიერად, მაგრამ უშედეგოდ. ანგარიში გორელებმა 74- ე წუთზე გახსნეს. თავით ზუსტად მიკოლა კოვტალიუკმა ითამაშა. დინამოელებმა ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ მოახერხეს შეხვედრაში კორექტივების შეტანა და საბოლოოდ 0:1 დამარცხდნენ.

 

დილა  0:1  დინამო

 

გოლი: 1:0 კოვტალიუკი 74’ 

გაფრთხილება: ივანისენია 56’  ჩადუნელი 76’  გრიგალაშვილი 94’ 

 

დილა: გუგეშაშვილი, გადრანი, ჩადუნელი, რაზმაძე, გოგუა (ნონდი 82), რაჟამაშვილი (ნონიკაშვილი 66), კორიფაძე, კოვტალიუკი, გრიგალაშვილი, ლეანდრუ (ბაბუ 85), სუხიაშვილი

დინამო: სიკაჩი, რუხაია, ლოჩოშვილი, ქაფიანიძე, ხარაბაძე, ნინუა (ზივზივაძე 77), ივანისენია, კუცია (ზარია 85), შულაია (ივანიშვილი 83), შენგელია, ვაწაძე

 

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024