საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 12 და 16 ოქტომბერს ევროშესარჩევი ციკლის ორ დასკვნით მატჩს ფინეთსა და პოლონეთში ჩაატარებს. გია ცეცაძემ აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან 5 ფეხბურთელს - ლუკა ლოჩოშვილს, დავით კობოურს, აკაკი შულაიას, ნიკა ნინუას და გიორგი კუციას უხმო.