ლიეტუვაში ატეიტის თასზე დინამოს მეოთხე გუნდიც წარმოადგენს. ჩვენი აკადემიის 10 წლამდე შემადგენლობა ზურა ელიავას ხელმძღვანელობით ვილნიუსში გაემგზავრა და ხვალიდან ტურნირში ჩაერთვება. ჩვენს გუნდს ტურნირის K ჯგუფში მეტოქეობას - ჟალგირიეტისი (ლიეტუვა) და ოლიმპი ვოლოგდა (რუსეთი) გაუწევენ. ამის შემდეგ შედეგების მიხედვით კიდევ განაწილდება ჯგუფები, რასაც პლეი ოფის მატჩები მოჰყვება. შეხვედრები 23, 24 და 25 ნოემბერს ჩატარდება, თასის გათამაშებაში კი 36 გუნდი იღებს მონაწილეობას. პირველ მატჩს ჩვენი გუნდი ხვალ ოლიმპთან თბილისის დროით 10.00 საათზე ჩაატარებს. დინამო ვილნიუსში 16 ფეხბურთელით გაემგზავრა:
კობა კაკაშვილი, დავით ადამია, ნიკა ბაქარაძე, გიორგი ბაშარული, ნიკა ბენდელიანი, ანდრია ეკუტიძე, ირაკლი ერიაშილი, გიორგი ჯანელიძე, საბა ხარებაშვილი, გიორგი ლომიძე, გიორგი მელქაძე, ნიკა შათირიშვილი, თორნიკე შუბითიძე, ნიკა სილაკაძე, დათო წიქარიშვილი, ლუკა ციკოლია.