დღეს დინამოს 17 და 19 წლამდე გუნდებმა ბოლოსწინა ტურის მატჩები გასვლაზე ჩაატარეს. გოჩა ჩიქოვანის შეგირდები საგურამოში ლოკომოტივთან უკვე ჩემპიონის სტატუსით გავიდნენ მოედანზე. მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. ბოლო შეხვედრას დინამოელები აკადემიის მოედანზე გორის დილასთან 2 დეკემბერს გამართავენ. დინამოს 19 წლამდელებმა ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩი ცხინვალთან ჩაატარეს და დიდი ანგარიშით 4:0 დაჯაბნეს მეტოქე. თემურ გაბუნიამ გახსნა ანგარიში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატში გაბუნიამ 30- ე გოლი გაიტანა. გიორგი მოისწრაფიშვილმა მეორე ტაიმში ორამდე გაზარდა ანგარიში. გიგა გულდედავამ 72- ე წუთზე მესამე გოლი გაიტანა მასპინძელთა კარში. შეხვედრის ბოლო წუთებზე კი საფინალო ანგარიში პაატა კიტეიშვილმა დასვა. ამრიგად ჩემპიონის ბედი ბოლო ტურის შეხვედრაში გადაწყდება. 1 დეკემბერს დინამო შევარდენს უმასპინძლებს, ხოლო ლოკომოტივი სამტრედიას.
U17 ლოკომოტივი 0:0 დინამო
დინამო: ხარშილაძე, კვარაცხელია, ჭავჭანიძე, ჩიჩუა, წაქაძე, კაჭარავა, კოპალეიშვილი, ლომთაძე, ჯანგველაძე, ჩარკვიანი, ზურებიანი
შეცვლაზე შევიდნენ: მელიქიშვილი, ქველაძე, მორჩილაძე, მირზიკშვილი, ოსიყმაშვილი
U19 ცხინვალი 0:4 დინამო
U19 დინამო: მამარდაშვილი, გაბელაია, უგრეხელიძე, ჯანგიძე (კალანდაძე 46), გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, კიტეიშვილი, გულდედავა, ბერიაშვილი (აზაროვი 46), გაბუნია (ხორხელი 64)