• Geo
  • Eng
24.10.2018
მარტვილის დინამო პეტრე ზამბახიძის თასის გამარჯვებულია

მიმდინადე წლის 18-23 ოქტომბერს ქ. ფოთში 2005 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის პეტრე ზამბახიძის სახელობის რეგიონალური ტურნირი ჩატარდა. გათამაშებაში სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებიდან 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

მარტვილის საფეხბურთო სკოლა აღნიშნულ ტურნირზე დინამო თბილისის აკადემიის ფილიალის 13 წლამდე გუნდით გახლდათ წარმოდგენილი (მწვრთნელი - უშანგი რუხაია). ჯგუფურ შეხვედრებში დინამომ 2:1 დაამარცხა ხობის კოლხეთი, ასევე 2:1 დაამარცხა სენაკის ეგრისი და 6:0 აჯობა ფოთის კოლხეთი 2- ს. დინამოელებმა ნახევარფინალში პენალტების სერიაში მოუგეს ლანჩხუთის გურიას და ფინალურ მატჩში ხობის კოლხეთს დაუპირისპირდნენ, რომელიც 3:1 დაამარცხეს. ამრიგად მარტვილის დინამო პეტრე ზამბახიძის სახელობის პირველი რეგიონალური ტურნირის გამარჯვებულია.

გამარჯვებულ გუნდს სამახსოვრო მედლებთან და თასებთან ერთად პეტრე ზამბახიძის ოჯახის წევრებმა ფულადი პრემია - 2000 ლარი გადასცეს. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ლაშა გადელია გახდა, საუკეთესო ნახევარმცველის პრიზი ლუკა გულორდავამ მიიღო, ხოლო ტურნირის ბომბარდირის ტიტული 6 გოლით გია ნადარეიშვილმა დაიმსახურა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024