• Geo
  • Eng
22.10.2018
10 დინამოელი 17 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები გუშინ დანიაში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს ჩაატარებს. ჭაბუკი ჯვაროსნები დანიის (24 ოქტომბერი), რუსეთის (27) და ესტონეთის (30) ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. ზვიად ჯელაძემ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოს აკადემიიდან 10 ფეხბურთელი მიიწვია. საქართველოს ღირსებას ლუკა ხარშილაძე, ლაშა კვარაცხელია, საბა ხვადაგიანი, გიორგი მირზიკაშვილი, ზურაბ ერაძე, თორნიკე მორჩილაძე, ლევან ოსიყმაშვილი, გიორგი აბუაშვილი, დავით ზურაბიანი და ირაკლი აზაროვი დაიცავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024