დღეს ვილნიუსში ატეიტის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს დინამო თბილისი და დინამო კიევი შეხვდნენ. დაძაბული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და კიეველთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. საბოლოოდ კახა გოგოლაძის გუნდმა ატეიტის თასზე მონაწილე 36 გუნდში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლები მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ პატარა დინამოელებმა ფინალამდე ინგლისური ბათი 1:0 დაამარცხეს, ლატვიურ ალბერთს 2:1 მოუგეს, 1:0 აჯობეს ფინურ ჰიკს და უგოლოდ დაუზავდნენ ლატვიურ დინამოს. ნახევარფინალში თბილისელებმა ნორვეგიული ოსლო 3:0 დაჯაბნეს. ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველად ორგანიზატორებმა დინამოელი მიხეილ საჯაია გახდა.
დინამო თბილისი 0:2 დინამო კიევი
დინამო თბილისი: საური, ქელდიშვილი, გრიგალავა, ბენდიანიშვილი, პატარკაციშვილი, ფეიქრიშვილი, შაშიაშვილი, ბუბუტეიშვილი, ვარსიმაშვილი, თურქია, ნაჭყებია
შეცვლაზე შევიდნენ: ხელაშვილი, საჯაია, ბერელიძე, მამასახლისი