დღეს ფეხბურთის ფედერაციამ ოქროს ლიგის 15 და 17 წლამდე გამარჯვებულ დინამოელებს უმასპინძლა. ჩემპიონები ალექსანდრე იაშვილმა, დავით სირაძემ, ლევან ცქიტიშვილმა და ზაზა დოლიძემ ოქროს მედლებითა და საჩემპიონო თასებით დააჯილდოვეს. ფედერეციის წარმომადგენლებმა ჭაბუკ დინამოელებს გამარჯვება მიულოცეს და მომავალში წარმატება უსურვეს. შეხვედრაზე ახალი ინიციატივაც გაჟღერდა, რის მიხედვითაც ოქროს ლიგის პირველი და მეორე ადგილოსნები ზამთრის პაუზის პერიოდში ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის თანადგომით საერთაშორისო ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას.