დინამო თბილისს 24 წლის მეკარე დავით კერესელიძე დაემშვიდობა. გოლკიპერი დინამოელთა რიგებს 2022 წლიდან იცავდა. მან თბილისელებთან ერთად ჩემპიონის ტიტული და სუპერთასი მოიპოვა. დავით კერესელიძემ დინამოს ფორმით მთლიანობაში 22 შეხვედრა გამართა.
დინამოს ასევე დაემშვიდობა ანალიტიკოსი დავით გელაშვილი, რომელიც დინამოს პირველ გუნდში 2019 წლიდან მუშაობდა.
ჩვენი გუნდი მადლობას უხდის დავით კერესელიძეს და ‘დუჩის’ გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ კარიერაში.