• Geo
  • Eng
30.10.2018
19 წლამდელებმა ბათუმშიც იმარჯვეს

დინამოს 19 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგის გათამაშების მორიგი შეხვედრა ბათუმში გამართა და დიდი ანგარიშით 7:0 იმარჯვა. ბერიაშვილმა დუბლი შეასრულა, ხოლო თითო გოლი ძოწენიძის, აწყურელის, მექვაბიშვილის, გაბუნიას და გაბელაიას ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმეთვიანი უქმობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ბექა ხარშილაძე. გუნდის კაპიტანმა ზამთრის შეკრებაზე მიღებული ტრავმა მოირჩინა. თბილისელები მორიგ შეხვედრას 7 ნოემბერს გაგრას წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

U19 დინამო ბათუმი 0:7 დინამო თბილისი

U19 დინამო: მამარდაშვილი, გაბელაია, უგრეხელიძე, ხარშილაძე (აწყურელი 67), გაბიტაშვილი, ძოწენიძე, გულდედავა, მექვაბიშვილი, გაბუნია (ლომთაძე 60), მოისწრაფიშვილი (ხორხელი 46), ბერიაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024