• Geo
  • Eng
30.10.2018
დინამოელები 30- ე ტურის სიმბოლურში

მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის სიმბოლური გუნდის შედგენას რამდენიმე სპორტული გამოცემა უთმობს ადგილს. ჩემპიონატის ოცდამეათე ტურის სიმბოლურ გუნდში გაზეთმა ლელომ ბუდუ ზივზივაძე (6), აკაკი შულაია (7), ლაშა თოთაძე (4), მათე ვაწაძე (2) და გიორგი ივანიშვილი შეიყვანა. ლელომ ტურის მწვრთნელად ჩვენი გუნდის თავკაცი კახი კაჭარავა (7) დაასახელა. დინამოელთაგან ტურის კრებულში ინტერნეტ პორტალმა adjarasport.com- მა აკაკი შულაია (7), გიორგი ივანიშილი, გუჯა რუხაია (3) და ბუდუ ზივზივაძე (8) დაასახელა, ტურის მწვრთნელი კი კახი კაჭარავა (6) გახდა. goal.ge- მ სიმბოლურ ნაკრებში ასევე აკაკი შულაია (6), გიორგი ივანიშვილი, გუჯა რუხაია (2) და ბუდუ ზივზივაძე (8) შეიყვანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024