• Geo
  • Eng
04.11.2018
ფრე ქუთაისში

შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მეორე წუტზე სტეპან სიკაჩს თავისი სათამაშო კლასის ჩვენება მოუხდა. მანდ თორნიკე კაპანაძის დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. საპასუხოდ ლევან შენგელიამ გაისროლა, ბურთი ზევიდან გადაცდა მასპინძელთა კარს. მე- 8 წუთზე დინამოელთა დაცვის ხაზში შეცდომით თორნიკე კაპანაძემ ვერ ისარგებლა, მისი დარტყმული სტეპან სიკაჩმა მოიგერია. შეხვედრის 22- ე წუტზე გუჯა რუხაიას ზუსტ გადაცემას ლაშა ქოჩლაძის თავური მოჰყვა, ბურთი ქუთაისელტა კარის ბადეს ზევიდან დაეცა. საბოლოოდ პირველმა ტაიმმა არც ისე მაღალ რიტმში ჩაიარა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ნახევარი ქუთაისელთა შესრულებული სახიფათო საჯარიმოთი განახლდა. გიორგი კუხიანიძის დარტყმული კი ზევიდან გადაცდა სტუმართა კარს. თამაშის რიტმმა მოიმატა და სახიფათო მოემნტები ორივე კართან შეიქმნა. აღსანიშნავია არფანგ დაფეს და აკაკი შულაიას შეტევები. მოედანზე 58- ე წუტზე ბუდუ ზივზივაძის ნაცვლად მათე ვაწაძე გამოჩნდა, რომელმაც შემოსვლიდან ორიოდე წუთში ტექნიკურად ითამაშა, მასპინძელთა საჯარიმოში შეიჭრა და ზუსტი დარტმით ანგარიში გახსნა. შეხვედრის 70- ე წუთზე მერაბ გიგაური შეიჭრა საჯარიმოში, თუმცა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენე და მდგომარეობა ლაშა თოთაძემ განმუხტა. 78- ე წუთზე ლევან ხრაბაძის სწრაფი შეტევა და დინამო ორი გოლით დაწინაურდა. ხარაბაძემ ტექნიკურად ითამაშა და როინ კვასხვაძეს ბურთი თავზე გადაუგდო. 88- ე წუთზე მასპინძლებმა ერთი გოლი გაქვითეს. საჯარიმო დარტყმის შემდეგ გოლი თავით მათე ცინცაძემ გაიტანა. კომპენსირებული დროის მესამე წუთზე თორნიკე კაპანაძემ შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრაც დასრულდა.

 

ტორპედო  2:2  დინამო

 

გოლი: 0:1 ვაწაძე 60’  0:2 ხარაბაძე 78’  1:2 ცინცაძე 88’  2:2 კაპანაძე 93’

გაფრთხილება: რუხაია 35’  შენგელია 67’  ვაწაძე 89’ 

 

ტორპედო: კვასხვაძე, ცინცაძე, დაფე (ლაჩნი 67), კაპანაძე, კუხიანიძე (დოლიძე 57), აზაცკი, გეგეჭკორი, ქიმაძე, მარინი, კობახიძე, გიგაური (ჰლინკა 79)

დინამო: სიკაჩი, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, კუცია (ივანიშვილი 77), ივანისენია, შულაია, ქოჩლაძე, შენგელია (ერგემლიძე 85), ზივზივაძე (ვაწაძე 58)

 

მსაჯი: ჯ. ხორავა

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024