საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 16 და 20 ნოემბერს ორ ამხანაგურ შეხვედრას, შესაბამისად უკრაინასთან და კვიპროსთან გამართავს. ამ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად დინამო თბილისიდან 5 ფეხბურთელია გამოძახებული. ლუკა ლოჩოშვილი, ლუკა ქაფიანიძე, დავით კობოური, გიორგი კუცია და ნიკა ნინუა აღნიშნული მატჩებისთვის მოემზადებიან.