ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა დინამოს აკადემიის მოედანზე გაგრას უმასპინძლა და ანგარიშით 4:2 დაამარცხა მეტოქე. თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა, მაგრამ დინამოელებმა მაინც მოახერხეს უპირატესობის მოპოვება და საბოლოოდ გამარჯვებაც. გოლები მექვაბიშვილმა, გულდედავამ, გაბუნიამ და ბერიაშვილმა გაიტანეს. შემდეგ შეხვედრას დინამო 25 ნოემბერს ცხინვალთან გამართავს.
U19 დინამო 4:2 გაგრა
დინამო: მამარდაშვილი, უგრეხელიძე, ხარშილაძე, ძოწენიძე, გაბიტაშვილი, გაბელაია, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, გულდედავა, ბერიაშვილი, გაბუნია
შეცვლაზე შევიდნენ: გაგნიძე, კალანდაძე, ხორხელი, აბუაშვილი, აწყურელი