თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც გაგრამ დინამოს უმასპინძლა. მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო და პირველ ათ წუთში გუნდებმა კუთხურებიც გაცვალეს. მასპინძელთა ჩაწოდებულზე დემეტრე ბულისკერიამ იყოჩაღა, მათე ვაწაძის თავური კი ვადიმ შევჩუკმა მოიგერია. დინამომ ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა და შეტევებსაც უმატა. მათე ვაწაძის და ლაშა ქოჩლაძის კომბინაციაა აღსანიშნავი, რომელიც ჩვენი გუნდის 15 ნომრის არაზუსტი დარტყმით დასრულდა. ლევან ხარაბაძის მარცხენა ფრთიდან ჩაწოდებულზე მათე ვაწაძეს სულ მცირედი დააკლდა, ბურთი კუთხურზე მცველმა მოიგერია. 35- ე წუთზე ლაშა ქოჩლაძის ტექნიკური დარტყმული მეკარემ ბოლო წამს უკუაგდო. სამიოდე წუთში კი დინამომ ყველაზე ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან. დამატებაზე მათე ვაწაძეს ახლო მანძილიდან არ გამოუვიდა დარტყმული, ბურთი ზემოდან გადაცდა კარს. მეორე ტაიმში მასპინძლებმაც უმატეს აქტიურობას და თბილიელთა კართანაც შეიქმნდა სახიფათო მომენტი. 70- ე წუთზე სახიფათო საჯარიმო დარტყმა გაგრას კარის მიმართულებით ლევან შენგელიამ შეასრულა, ბურთი კი მეკარის ნადავლი გახდა. საბოლოოდ 90 წუთი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. დამატებითი ტაიმი სტუმარტა უპირატესობით დაიწყო, გაგრა კი ხიფათს მეკარემ გადაარჩინა. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ბუდუ ზივზივაძე შეიჭრა საჯარიმოში, მისი ძლიერად დარტყმული შევჩუკმა უკუაგდო, დამატებაზე კი ლევან შენგელიამ ვერ შეძლო ზუსტი დარტყმის განხორციელება. პირველი ექსტრა ტაიმის ბოლო წუთზე გაგრამ კუთხური ჩამოაწოდა რასაც ვაჟა მათიაშვილის გოლი მოჰყვა. საბოლოოდ არარაფერი შეცვლილა და დინამომ ნახევარფინალი დათმო.
გაგრა 1:0 დინამო
გოლი: 1:0 მათიაშვილი 105’
გაფრთხილება: ნინუა 62’ კობოური 111’ პაპავა 119’
გაგრა: შევჩუკი, სულთანიშვილი, კილაძე, სამხარაძე (კასრელიშვილი 117), გ. გაფრინდაშვილი, ხოსიტაშვილი, კაკიაშვილი, ხაბელაშვილი, ლომსაძე (ივანიაძე 73), სპანდერაშვილი (მათიაშვილი 82), თ. გაფრინნდაშვილი (პაპავა 113)
დინამო: ბულისკერია, რუხაია, ქაფიანიძე (ლოჩოშვილი 53), კობოური, ხარაბაძე, ნინუა (ერგემლიძე 106), ივანისენია, შენგელია, ქოჩლაძე (ზივზივაძე 84), ივანიშვილი (გილმორი 65), ვაწაძე
მსაჯი: ა. ნონიკაშვილი