დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 32- ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამომ ჩიხურას უმასპინძლა. შეხვედრის პირველივე წუთზე სტეპან სიკაჩი დაზიანდა, მას ჩვენი გუნდის ექიმებმა მოედანზევე უწამლეს და შეხვედრა გაგრძელდა. მეათე წუთისთვის დინამოელთა ორი სახიფათო შეტევა. პირველ შემთხვევაში გიორგი კუციას დარტყმული საჯარიმოში მცველს მოხვდა ხელში, თუმცა თამაში გაგრძელდა, მომდევნო შეტევაში კი ბუდუ ზივზივაძეს მართებდა გატანა, მარა მეკარეს ვერ აჯობა. საპასუხოდ ჩიხურას შეტევა და მიშიკო სარდალიშვილმა ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში. დინამომ უმატა შეტევებს და მიჯრით კიდევ ორი სახიფათო მომენტი სტუმართა კართან, მაგრამ უშედეგოდ. 21- ე წუთზე აკაკი შულაიას და ლაშა ქოჩლაძის კომბინაცია, საბოლოოდ შულაიამ ძლიერად დაარტყა, ბურთი კი დინო ჰამზიჩმა მოიგერია. მატჩის 36- ე წუთზე ჩიხურა კარი ძელმა იხსნა. სახიფათო დარტყმას ლაშა ქოჩლაძე ახორციელებდა. მეორე ტაიმი დაიწყო და გიორგი გაბედავამ დინამოს დაცვის შეცდომით ისარგებლა 0:2. ამის შემდეგ გიორგი კუციას დარტყმა და ჩიხურა ისევ ძელმა იხსნა. 51- ე წუთზე გოირგი გაბედავამ დუბლი შეასრულა. 70- ე წუთზე ლევან შენგელიას სოლო რეიდი, ზუსტი დარტყმა და დინამომ ერთი გოლი გაქვითა. შეხვედრის ბოლოს გაგრას კონტრშეტევა და გაბედავას კიდევ ერთი გოლი 1:4. საბოლოოდ დინამომ 1:4 დათმო მატჩი.
დინამო 1:4 ჩიხურა
გოლი: 0:1 სარდალიშვილი 11’ 0:2 გაბედავა 46 0:3 გაბედავა 51’ 1:3 შენგელია 70’ 1:4 გაბედავა 94’
გაფრთხილება: მეგრელიშვილი 45’ მირცხულავა 56’ კახაბრიშვილი 63’
დინამო: სიკაჩი, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე (ლოჩოშვილი 61), კუცია (ერგემლიძე 53), ივანისენია, შულაია, ქოჩლაძე, შენგელია, ზივზივაძე
ჩიხურა: ჰამზიჩი, მირცხულავა, მარკოზაშვილი, მაისაშვილი, გაბედავა, ლექვთაძე (ბუხაიძე 89), კახაბრიშვილი (დობროვოლსკი 83), ბუღრიძე, კაკუბავა, მეგრელიშვილი, სარდალიშვილი
მსაჯი. გ. ვადაჭკორია