• Geo
  • Eng
12.01.2019
ჩისკო დინამოში დაბრუნდა

ჩისკო მუნიოსი თბილისში დაბრუნდა და ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბში დასაქმდება. ჩვენი გუნდის ახლო წარსულის ლიდერი, ბომბარდირი, კაპიტანი და გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელი დღეს ზამთრის თასზე დინამოელთა ასპარეზობასაც დაესწრო. შეგახსენებთ, რომ ჩისკო, რომელიც დედაქალაქელთა რიგებში 2011-2014 წლებში ასპარეზობდა, ორ-ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, თასის მფლობელი, ჩემპიონატის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი. ასევე მის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლით დინამომ თავისი ტიტულები მორიგი სუპერთასით გაამდიდრა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024