• Geo
  • Eng
14.11.2018
19 წლამდელების უხვგოლიანი გამარჯვება

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებულად გახსნა. ჯვაროსნებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიხტენშტაინი დიდი უპირატესობით 7:0 დაამარცხეს. სამი გოლი გიორგი გულიაშვილმა გაიტანა, თითოჯერ კი თავი ზურიკო დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, თამაზ ბაბუნაძემ და გიორგი ივანიაძემ გამოიჩინეს. გიორგი მიქაძემ ძირითად შემადგენლობაში 6 დინამოელი - დემეტრე ბულისკერია, ლევან ხარაბაძე, ფირუზ გაბიტაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ბექა დარცმელია და თამაზ ბაბუნაძე გაამწესა. შეცვლაზე კი თემურ გაბუნიაც შეუშვა. მომდევნო შეხვედრას 19 წლამდელები 17 ნოემბერს აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024