დინამო თბილისის 15 წლამდე შემადგენლობა ბათუმს ესტუმრა და ოქროს ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. ზღვისპირა დინამოელებთან ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა თავიდანვე უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ 4:0 დაამარცხა მასპინძლები. გოლები გეგიაძემ, იობაშვილმა, სიხარულაშვილმა და შენგელიამ გაიტანეს. დინამოელები 15 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 39 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან და უახლოეს მდევარ სფფ- ს აკადემიას 5 ქულით უსწრებენ. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 18 ნოემბერს ქუთაისში ტორპედოსთან გამართავს.
U15 დინამო ბათუმი 0:4 დინამო თბილისი
დინამო: შურღაია, ბაბლუანი, ხვადაგიანი, ქავთარაძე, ჩხეტიანი, გაგნიძე, აბუაშვილი, უგრეხელიძე, სიხარულაშვილი, გეგიაძე, იობაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: აზარაშვილი, უბილავა, შენგელია, გოგობერიშვილი, ტურძელაძე