ზამთრის თასზე დინამო თბილისის 15 წლამდე შემადგენლობაც ჩაება. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა გ ჯგუფში რაჭას 11:0 მოუგო, სამეგრელოს 5:1 აჯობა, ხოლო სფფ- ს აკადემია 2- ს დაუზავდა 1:1. პირველ შემთხვევაში გოლები გეგიაძემ (3), არჩაიამ (2), გაფრინდაშვილმა (2), კვერენჩხილაძემ, თოდუამ და კობახიძემ გაიტანეს. ერთიც ავტოგოლი დაფისქსირდა. სამეგრელოს კარში გოლები თოდუამ (2), გაფრინდაშვილმა, ამაღლობელმა და შიოლაშვილმა გაიტანეს. სფფ- თან თავი შიოლაშვილმა გამოიჩინა. დინამომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში ქვემო ქართლის გუნდს შეხვდა, რომელიც რვა უპასუხო გოლით დაჯაბნა. თოდუამ, კობახიძემ და გეგიაძემ დუბლი გაიფორმეს. თითო გოლიც იობაშვილის და შიოლაშვილის ანგარიშზეა. ამრიგად დინამოელები ფინალში გავიდნენ და ხვალ 16.00 საათზე ტროფეის მოსაპოვებლად საბურთალოს დაუპირისპირდებიან.