• Geo
  • Eng
16.11.2018
დინამოს 11 წლამდელები ჯგუფში ლიდერობენ

მოგეხსენებათ დინამოს აკადემიის 11 წლამდელთა გუნდი ლიეტუვაში ატეიტის თასზე ასპარეზობს. დღეს პატარა დინამოელებმა E ჯგუფში სამი შეხვედრა ჩაატარეს და სამივეში დიდი ანგარიშით იმარჯვეს. რევაზ გვარაკიძის გუნდმა პირველ მატჩში შვედურ ვასალუნდს 3:0 აჯობა. გოლები ვახო სალიამ, თორნიკე რეხვიაშვილმა და ლაშა ხუციშვილმა გაიტანეს. მეორე პაექრობა დინამოს მოსკოვის დევიატკასთან ჰქონდა. თბილისელებმა მეტოქე 4:0 დაჯაბნეს, გოლები რუსების კარში საბა კაკულიამ, ნიკა გვაზავამ, კობა კაკაშვილმა და ანდრია აბაშიძემ გაუტანეს. მესამე მატჩში ჩვენმა გუნდმა ლატვიურ დაუგავპილსს ვახო სალიას ჰეთ თრიქით 3:0 მოუგო და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. ხვალ დინამოელები ჯგუფის ბოლო შეხვედრას თბილისის დროით 11.10 ვილნიუსის ჟალგირიეტისთან ჩაატარებენ. მეოთხედფინალში კი F ჯგუფის ლიდერს (ლატვიური ტუკუმსი ან ლიეტუვური ვილნიუსი) 17.30 შეხვდებიან.

 

დინამო თბილისი 3:0 ვასალუნდსი სოლნა

დინამო: ღვარძელაშვილი, ჩიქოვანი, გვასალია, წულაია, კაკულია, კაკაშვილი, სალია, ნათენაძე, ბარნოვი

შეცვლაზე შევიდნენ: ჭოლოკავა, ხუციშვილი, გვაზავა, აბაშიძე, უზოევი, რეხვიაშვილი, ბედიაშვილი

 

დინამო თბილისი 4:0 დევიატკა მოსკოვი

დინამო: ღვარძელაშვილი, გვასალია, უზოევი, წულაია, კაკულია, რეხვიაშვილი, სალია, ნათენაძე, ბარნოვი

შეცვლაზე შევიდნენ: კაკაშილი, ჭოლოკავა, ხუციშვილი, ჩიქოვანი, გვაზავა, აბაშიძე, ბედიაშვილი

 

დინამო თბილისი 3:0 დაუგავპილსი

დინამო: ღვარძელაშვილი, ჩიქოვანი, გვასალია, წულაია, კაკულია, კაკაშვილი, სალია, ნათენაძე, ბარნოვი

შეცვლაზე შევიდნენ: ჭოლოკავა, ხუციშვილი, გვაზავა, აბაშიძე, უზოევი, რეხვიაშვილი, ბედიაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024