ჩვენს კლუბს 26 წლის შემტევი ნახევრმცველი - გიორგი კუხიანიძე შეუერთდა. მან დინამოსთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კუხიანიძემ საფეხბურთო კარიერა ქუთაისის ტორპედოში დაიწყო. ამის შემდეგ ზესტაფონის, შუქურას და ლოკომოტივის რიგებშიც გამოდიოდა. ბოლო ორი სეზონი კი ტორპედოს შემადგენლობაში გაატარა.