• Geo
  • Eng
19.11.2018
15 წლამდე დინამო საქართველოს ჩემპიონია

დინამო თბილისის 15 წლამდე შემადგენლობამ 17 წლამდელების დარად მოქმედი ჩემპიონის ტიტული დაიცვა და 2019 წლის სეზონს ოქროს მედლებით შეხვდება. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა პირველი ადგილი ქუთაისში, ტორპედოს ძლევით გაინაღდა. დედაქალაქელებმა ქართული დერბი 2:0 მოიგეს და ტურნირის დარჩენილ მატჩებში მეტოქეთათვის მიუწვდომლები გახდნენ. ტორპედოს კარში კი გოლები აბუაშვილმა და იობაშვილმა გაიტანეს. დინამომ 16 მატჩიდან 42 ქულა დააგროვა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბლანსი კი 61/4 დედაქალაქელთა სასარგებლოდ. 21 ნოემბერს ჩვენი გუნდი ოლიმპიკს შეხვდება, ოქროს ლიგას კი 24 ნოემბერს ლოკომოტივთან მატჩით დაასრულებს.  

 

U15 ტორპედო 0:2 დინამო

დინამო: შურღაია, ბაბლუანი, სალუქვაძე, ხვადაგიანი, ქავთარაძე, გაგნიძე, ჩხეტიანი, აბუაშვილი, გეგიაძე, სიხარულაშვილი, იობაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: უგრეხელიძე, გოგობერიშვილი, აზარაშვილი, შენგელია, უბილავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024