• Geo
  • Eng
18.11.2018
17 წლამდე დინამო საქართველოს ჩემპიონია

დინამო თბილისის 17 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგის გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე ოქროს მედლები გაინაღდა და მოქმედი ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. გოჩა ჩიქოვანის გუნდი საბურთალოს ბენდელას სტადიონზე შეხვდა და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა მასპინძლები. დუბლი აწყურელის ანგარიშზეა, ერთი გოლიც ერაძემ გაიტანა. ამ მოგებით დინამომ 16 მატჩიდან 43 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ბოლოსწინა ტურში 24 ნოემბერს დინამოელები მეორეადგილოსან ლოკომოტივთან უკვე ჩემპიონის სტატუსით გავლენ სათამაშოდ, ჩემპიონატს კი 2 დეკემბერს აკადემიის მოედანზე გორის დილასთან მატჩით დაასრულებენ.

 

U17 საბურთალო 0:3 დინამო

U17 დინამო: კუტალაძე, მელიქიშვილი, ჭავჭანიძე, ერაძე, ქველაძე, ოსიყმაშვილი, ხორხელი, ლომთაძე, აწყურელი, მორჩილაძე, ზურებიანი

შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, კოპალეიშვილი, კაჭარავა, ჩარკვიანი

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024