დინამო თბილისის რიგებს არგენტინელი 27 წლის ფორვარდი ანტონიო როხანო შეემატა. როხანომ საფეხბურთო კარიერა მშობლიურ ხიმნასია ლა პლატას რიგებში დაიწყო, შემდეგ არგენტინულ ვილა სან კარლოსა და სპორტივო იტალიანოში გამოდიოდა. ორი სეზონი ითამაშა ბოლივიური რეალ პოტოსის შემადგენლობაში. 2017/2018 სეზონი შოტლანდიურ პრემიერშიფში, ჰამილტონის ღირსებას იცავდა, ბოლოს კი ესპანურ ბურხოსში ასპარეზობდა. ანტონიო როხანომ დინამოსთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.